Wednesday, October 16, 2019


წრის სამუშაო გეგმა




წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება: „კარგად ვიცოდეთ  მათემატიკა“
სკოლა: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა
კლასი: IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 11
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი: ლია პაპაშვილი
წრის მიზანი:
·         საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს მათემაიკაში მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე. ეს დასახული მეცადინეობები მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური უნარ-ჩვევების ამაღლებას.
მეტად გაუგებარი საკითხების სწავლება  შეუქმნის მოსწავლეებს საფუძველს,   როგორც  მათემატიკური  ცოდნის  მიმართ,  ასევე  მათემატიკის  შემდგომი  შესწავლისთვის შესაბამისი  უნარების  განვითარების  მხრივაც.  მოსწავლე  შეძლებს  ერთმანეთს  დაუკავშიროს ნასწავლი თემები, ჩამოუყალიბდეს ლოგიკური აზროვნება და მათემატიკის  ცოდნა  გამოიყენოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.                                                                         

მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნებების  და ფორმულების გააზრებას და ერთმანეთთან დაკავშირებას. ხელი შეუწყოს ცოდნის სხვადასხვა სფეროს შორის ურთიერთ კავშირის გაცნობიერებას. ცოდნის დაუფლება სააზროვნო უნარების განვითარებით უნდა მიმდინარეობდეს.  მოსწავლეებმა ისწავლონ  შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება, განსხვავება, შედარება.
მეცადინეობები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს განვლილი მასალის გამეორება ამ დროის განმავლობაში. ამ პროცესის განხორციელებას მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს.
მათემატიკური ცნებების ცოდნა და უნარები:
·         ცნებების ცოდნა;
·     ფორმულების დამახსოვრება;
·         მატემატიკური გარდაქმნების ცოდნა;
·         მიმდევრობის დასრულების უნარ-ჩვევები;
·         ამოცანის მოკლედ ჩაწერა;
·         ამოცანის ამოხსნა.
კომუნიკაციური უნარები:
·         დამრგვალება, შედარება, დალაგება სხვადასხვა სახით მოცემულ რიცხვებზე;
·         კანონზომიერების ამოცნობა და გავრცობა;
·         ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;
·         ზეპირი კომუნიკაცია;
·         წერითი კომუნიკაცია.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს. სასწავლო რესურსები: საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,   სახელმძღვანელო, პლაკატები.
მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლებს    გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს  წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში
წრის  სამუშაო  პროგრამა:
1.  საწრეო მუშაობის არსის გაცნობა და   რიცხვების  დახასიათება თვისებების  მიხედვით 
             ა)  საწრეო მუშაობის არსი.
                         ბ)  ნატურალური რიცხვები ;
                         გ) მთელი რიცხვები;
                         დ) რაციონალური რიცხვები;
                          ე) ირაციონალური რიცხვები;
                          ვ) ნამდვილი რიცხვები.
              2.  მოქმედებები რიცხვებზე (თვისებების მიხედვით).
                         ა) რიცხვის  შეკრება, გამოკლება , გამრავლება, გაყოფა, ახარისხება
                         ბ) რიცხვების ჩაწერის სხვადასხვა ფორმა. 
               3.  კვადრატული ფესვი(თვისებები,ფესვის შემცველი გამოსახულებების გარდაქმნა).
                         ა )  ჩაწერა. 
                         ბ )  შედარება.
                         გ)   მოქმედებები.
                         დ)  თვისებები.
               4 .  ნამდვილი რიცხვები 
                         ა)    ცნება, შედარება.            
                         ბ)    n-ური ხარისხია ფესვი.
                         გ)    ფესვის თვისებები.
                              დ)    რიცხვითი სიმრავლეების ჩამოთვლა, აღწერა.
               5.   პროპრცია და უკუპროპორცია
                         ა)   თვისებები.
                         ბ)   პროპორციულ ნაწილებად დაყოფა.
               6.    რიცხვითი უტოლობა               .
                         ა)   თვისებები
               7.    წრფვი ერთუცნობიან განტოლებატა სისტემა
                         ა)   თვისებები
                         ბ)   ამოცანების ამოხსნა უტოლობების საშუალებით.
               8.    შემაჯამებელი  მუშაობა.
                         ა) ზეპირი გამეორება
                                                     



გამოყენებული მასალა: სახელმძღვანელო(გოგიშვილი, ვეფხვაძე)
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება სემესტრის განმავლობაში. (2019 წლის 1 ოქტომბრიდან- 2019 წლის 19 ნოემბრმდე). ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
ჩატარების დრო:
შეხვედრების განრიგი:
N
საწრეო მუშაობის განრიგი
1
01.10.2019
2
08.10.2019
3
15.10.2019
4
22.10.2019
5
29.10.2019
6
05.11.2019
7
12.11.2019
8
19.11.2019
















კითხვარი მშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ;      ბ) არა.

2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ) არა

3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში, თუ ხათრის გამო?



4.  რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?

----------------------------------------------------------------------------------------






 მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      

1.                  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის წრის              შექმნის შესახებ?




--------------------------------------------------------





2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?



------------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

---------------------------------------------------------

5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?



---------------------------------------------------------------------



No comments:

Post a Comment